სსიპ ქალაქ სამტრედიის N4 საჯარო სკოლის მათემატიკის
მასწავლებლის ირმა ზარნაძის პედაგოგიური პრაქტიკის საკვლევი თემა :,, ქცევითი პრობლემები სწავლა-სწავლების
პროცესში“
სარჩევი
შესავალი---------------------------------------------------------------------------------------------3
ინფორმაცია სკოლის შესახებ----------------------------------------------------------------4
კვლევის პროცესის ზოგადი მიმოხილვა------------------------------------------------4
საკვლევი კითხვა
--------------------------------------------------------------------------------5
კვლევის მიზანი-----------------------------------------------------------------------------------5
ლიტერატურის მიმოხილვა------------------------------------------------------------------5
კვლევის მეთოდები------------------------------------------------------------------------------9
კვლევის ვადები-------------------------------------------------------------------10
კვლევაზე მუშაობის პროცესი
---------------------------------------------------------------10
კვლევის ინსტრუმენტები---------------------------------------------------------------------11
რაოდენობრივი კლვეის ინსტრუმენტები----------------------------------------------
13
კვლევის სანდოობა-------------------------------------------------------------------------------13
აღმოჩენები და მიგნებები----------------------------------------------------------------------13
1.მონაცემთა ანალიზი--------------------------------------------------------------------------
13
2.ფოკუს ჯგუფი მშობლებთან,მოსწავლეებთან-------------------------------------- 16
3.რაოდენებრივი კვლევის შედეგი----------------------------------------------------------17
ინტერვენცის დაგეგმვა--------------------------------------------------------------------------18
კვლევის შედეგები---------------------------------------------------------------------------------18
1.ფოკუს ჯგუფი მშობლებთან----------------------------------------------------------------
18
2.რაოდენობრივი კვლევის შედეგები------------------------------------------------------19
კვლევის ძირითადი დასკვნები---------------------------------------------------------------21
ინტერვეციის განხორციელება----------------------------------------------------------------21
ინტერვეციის შეფასება---------------------------------------------------------------------------23
დასკვნა-------------------------------------------------------------------------------------------------23
ბიბლიოგრაფია-------------------------------------------------------------------------------------24
დანართი 1---------------------------------------------------------------------------25
დანართი 2 ---------------------------------------------------------------------------26
დანართი
3----------------------------------------------------------------------------27
შესავალი
სიტყვა ,,კულტურა“ იხმარება არა მხოლოდ მთლიანად
საზოგადოების,არამედ მისი ცალკეული სფეროების და ადამიანების მიმართ. მაგალითად, ,,ფიზიკური კულტურა“, ,,სულიერი კულტურა“ , ,,შრომის
კულტურა“ , ქცევის კულტურა“. ,,კულტურული ადამიანი“ გამოხატავს მის განათლებას ,დახვეწილ
ქცევას და ფაქიზ გემოვნებას . კულტურის შემოქმედი ადამიანია.რაც უფრო განათლებულია
ადამიანი ,მით უფრო მაღალია მისი კულთურის დონე. ყოველ ადამიანს აქვს ცხოვრების უფლება
და ცხოვრების წესი. ,,ზოგადი განათლების შესახებ
საქართველოს კანონში ვკითხულობთ:
,,ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი
პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
მოზარდებს, ვისაც უსრულდება 6 წელი, ყველა იწყებს სწავლას საჯარო ან კერძო სკოლაში. ყველა მოსწავლეს განსხვავებული მოტივაცია აქვს.
სკოლა ვალდებულია სასწავლო გარემო იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული. მოტივაციის ასამაღლებლად საჭიროა შეიქმნას პოზიტიური სასწავლო გარემო.
დაიწერა უამრავი სტატია კლასის მართვასა და სასწავლო გარემოს შესახებ. ტარდება უამრავი ტრენინგი. თუმცა პრობლემა პრობლემად რჩება. დამაფიქრებელია, კლასის მართვის რომელი სტრატეგიაა
უფრო ეფექტური, რომელთა მეშვეობითაც სრულად მოგვარდება მოსწავლეთა დიციპლინური თუ აკადემიური პრობლემები.
დაწყებითი განათლების საფეხური განისაზღვრება 1-6 კლასებით.
მეოთხე კლასის დასრულების შემდეგ , ჩემი აზრით, მეხუთეში გადასულ მოსწავლეთა პრობლემური ქცევა მძაფრდება. იცვლება
დამრიგებელი, ემატებათ ახალი საგნები, უცნობი მასწავლებლები. ვფიქრობ, რომ საკლასო
გარემო განსხვავებულია.
არსებობს ბევრი საინტერესო მოდელი კლასის მართვასთან დაკავშირებით. როგორ განხორციელდეს პრაქტიკაში, ეს კვლავ პრობლემურია.
ქვემოთ წარმოდგენილი კვლევის ანგარიში წარმოადგენს კლასის მართვის პრობლემების შესწავლასა და მოსწავლეთა ქცევითი დარღვევების შემცირებას, რომელიც განხორციელდა სსიპ ქალაქ სამტრედიის N4 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლის,
ირმა ზარნაძის მიერ. კვლევა ჩატარდა 2018-2019 სასწავლო წლის აპრილი-ივნისის ჩათვლით.
საკვლევ საკითხს წარმოადგენდა
,,მოსწავლეთა ქცევითი პრობლემების შემცირება.“ (კანონმდებლობა. (2005-04-08). კანონი ზოგადი განათლების შესახებ თბილისი:http://mes.gov.ge/content.php?id=193&module=legislation&page=detals&leg_id=63.)
გამომდინარე იქიდან, რომ მეხუთე კლასში სწავლობს 20 მოსწავლე ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდებიან სწავლით დ ა ინტერესებით. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო
გამომეკვლია რა ქმნის კლასში
მართვის პრობლემებს და შემემუშავებინა შესაბამისი ინტერვენცია.
ინფორმაცია სკოლის შესახებ
პრაქტიკული კვლევის განხორციელება გადავწყვიტე სსიპ ქალაქ სამტრედიის
N4 საჯარო სკოლაში, ამავდროულად ვარ მათემატიკის მასწავლებელი და აღნიშნული სკოლის დირექტორის მოადგილე, სკოლის დირექტორია ბატონი ნუგზარ კუცია.
•
სკოლაში მოსწავლეთა კონტიგენტი
480-500 ბავშვამდე მერყეობს;
•
მასწავლებლების რაოდენობა შეადგენს 36-ს;
•
სკოლა
ქართული სექტორისგან შედგება, 23 ფინანსური კლასია, რომელიც ერთ ცვლაში მუშაობს.
წელს ვასწავლი მე-51 კლასს ,რომელშიც 20 მოსწავლეა.ისინი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდებიან სწავლით დ ა ინტერესებით. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო
გამომეკვლია რა ქმნის კლასში
მართვის პრობლემებს და შემემუშავებინა შესაბამისი ინტერვენცია. გამიჩნდა სურვილი მათი ქცევითი დარღვევები შემემცირებინა.
გადავწყვიტე პედაგოგიური კვლევა ჩამეტარებინა ამ მიმართულებით, რათა უკეთესად ჩავწვდომოდი პრობლემის არსს და ინტერვენცია სწორად განმეხორციელებინა. პირველ ეტაპზე გადავწყვიტე კარგად შემესწავლა პრობლემა.
კვლევის პროცესის ზოგადი მიმოხილვა.
საკვლევი კითხვა
2018-19 სასწავლო წლიდან
მე-51კლასს ვასწავლი მათემატიკას.კლასში სწავლობს
20 მოსწავლე . ისინი
აქტიურები არიან.
უყვართ თამაში
და გართობა. საუბრისას ხმამაღლა მიმართავენ ერთმანეთს. უმეტეს შემთხვევაში, საუბარი ყვირილით და ჩხუბით მთავრდება. ზოგიერთი მათგანი ცდილობს თანაკლასელები გავლენის ქვეშ მოიქციოს.როცა ხვდებიან, რომ არ
ემორჩილებიან, ბრაზობენ, ცდილობენ შურისძიებას, რაც დაპირისპირებაში, გაბუტვაში და მასწავლებელთან დაბეზღებაში გამოიხატება.
გაკვეთილზე ქცევის თვითმართვა უჭირთ. ერთმანეთს და მასწავლებელს ნაკლებად უსმენენ.
ერთმანეთთან მეგობრობას ვერ ახერხებენ. ხშირად ჩაგრავენ
,,სუსტ“ თანაკლასელს.
ძალიან
ხშირად მიწევს
პრობლემის შესწავლა. ვხედავ, რომ ჩემი საქმიანობა ამ მიმართულებით ნაკლებად ეფექტურია. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი საჭიროებს სიღრმისეულ შესწავლას. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია
მოსწავლეებში აგრესიის, ბულინგის ფაქტების არსებობა. მათი არასწორი ქცევა მოსწავლეებში ემოციურ დაძაბულობას, აკადემიურ მაჩვენებელის დაბალ ხარისხს იწვევს.
ძალიან მინდა
მოსწავლეთა ქცევის სწორი და ეფექტური მართვა,მინდა შევუქმნა მათ კომფორტული, უსაფრთხო გარემო.
როდესაც კონფლიქტის მართვა შესაძლებელი გახდება, მოსწავლეთათვის, პედაგოგებისთვის და აგრეთვე მშობლებისთვის შეიქმნება
მამოტივირებელი გარემო, რაც ყველასთვის მომგებიანია.
საკვლევი კითხვა:
•
როგორ შევამციროთ მოსწავლეებში ქცევითი პრობლემები?
კვლევის მიზანი
კვლევის მიზანს წარმოადგენდა სსიპ - ქ.სამტრედიის N4 საჯარო სკოლის მე-51კლასის მოსწავლეთა ქცევის პრობლემების შესახებ საკითხის შესწავლა
და საკითხის მოგვარებისათვის სათანადო ინტერვენციის განხორციელება.
კვლევაზე მუშაობისას გავეცანი საინტერესო ლიტერატურას. წარმოგიდგენთ მიმოხილვას.
ლიტერატურის მიმოხილვა
სამოქმედო კვლევაზე
მუშაობისას, პრობლემის
უკეთესად შესწავლისა და სამუშაოს
სწორად წარმართვისათვის დამჭირდა ლიტერატურის გაცნობა.
ჩემი მოტივაცია იყო
მოსწავლეების ქცევითი დარღვევების შესწავლა.
გავეცანი
მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტის გზამკვლევს (თ. გ.). ინასარიძე, მ. (2014). მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გზამკვლევი . თბილისი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.)
, სადაც საუბარია, რომ სკოლა არის ის ადგილი, სადაც კონფლოქტები იჩენს თავს. ეს ადამიანების ინტერაქციის, ზრდისა და განვითარების თანმდევი ატრიბუტია. მოგვარებული კონფლიქტები შემდეგ, როგორც წესი, სკოლის
კულტურის ნაწილი ხდება და განსაზღვრავს ჯანსაღი სასკოლო საზოგადოების
ჩამოყალიბებასა და საზოგადოების დამოკიდებულებას სკოლის ღირებულებათა მიმართ.
პედაგოგები და დირექცია ხშირად ერევა სხვადასხვა ტიპის კონფლიქტურ სიტუაციებში, მაგრამ არც ისე ადვილია ეფექტური სტრატეგიების შერჩევა პრობლემის უმტკივნეულოდ მოსაგვარებლად.
რასაკვირველია, კონფლიქტური სიტუაცია ყოველთვის არასასიამოვნოა და დაძაბულობას წარმოშობს,
ვინაიდან ეს არის ინტერესების, შეხედულებების,
მიზნების, სურვილების დაპირისპირება ორ ან
მეტ მხარეს შორის.მაგრამ ხშირად კონფლიქტები
დადებით ცვლილებებსაც იწვევს. კერძოდ, ადამიანები საკომუნიკაციო ხერხების საშუალებებით გამოხატავენ
საკუთარ პროტესტს, თუ განსხვავებულ
აზრს. კომუნიკაცია კი უთანხმოების
წარმატებით დაძლევაში გვეხმარება. კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებისათვის აუცილებელია საპასუხო რეაქციის გამოწვევა მეორე ადამიანში, რომლის მიღწევაც
წარმოუდგენელია მხარეებს შორის ეფექტური კომუნიკაციის გარეშე.
ასეთი სიტუაციები კი არ
უნდა ავიცილოთ თავიდან, არამედ გამოვიყენოთ პოზიტიური ცვლილებისთვის. ამ დროს ძლიერდება ინტერპერსონალური, სოციალური უნარები და მცირდება კონფლიქტის შედეგად მიღებული სტრესი, შესაძლოა, ნათელი მოჰფინოს მხარეთა რეალურ ინტერესებსა და მიზნებს, გააქარწყლოს დაძაბულობა, ხელი შეუწყოს ახალი იდეების გენერირებასა და კონსტრუქტივისტულ ცვლილებებს.
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გზამკვლევში
ვკითხულობთ: ეს რომ შევძლოთ, უნდა ვიცოდეთ რა იწვევს სკოლაში კონფლიქტებს.
ძირითადად რაც ამ სიტუაციებს
იწვევს არის: რესურსების შეზღუდულობა, უფლებამოვალეობათა არასწორი
გადანაწილება, დავალებათა
შესრულებისას არათანაბარი დატვირთვა, განათლების დონისა და კომპეტენციებში განსხვავებები თანატოლებს შორის, ინტერესთა კონფლიქტი მიზნებთან, პოზიციებთან, ღირებულებებთან მიმართებით, მოუწესრიგებელი კომუნიკაციები, პირადი ან სხვისი თვისებების დამახინჯებული აღქმა, შეფასებისა და წახალისების არასრულყოფილი სისტემა, სასკოლო გარემო და პირობები, უსაფრთხოებისა და დაუცველობის შეგრძნება.
ასეთ სიტუაციაში ყოველი ადამიანი ირჩევს
კონფლიქტის მოგვარების განსხვავებულ გზას.
პრობლემურ სიტუაციებში ადამიანებს ძირითადად ორი ინტერესი აქვთ:
1) მიზანი, რომლის მიღწევაც სურთ.
2) ურთიერთობა, რომელიც მეორე მხარესთან აკავშირებთ.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით ირჩევენ ისინი კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიას. ამის შესაბამისად განისაზღვრება მათი საპასუხო ქცევაც სიტუაციასთან მიმართებით.
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გზამკვლევში, აგრეთვე,
საუბარია კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ კლასიფიკაციაზე და ნიმუშად მოყავთ
თომასისა და ქილმენის კლასიფიკაცია, რომელშიც გამოყოფილია ხუთი ძირითადი სტრატეგია:
1) განრიდება;
2) კონკურენცია (შეჯიბრი);
3) შეგუება;
4) კომპრომისი;
5) თანამშრომლობა.
თანამშრომლობა
შეგუება
ამ სტრატეგიებს აქვს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარე, რაც პრობლემის შესწავლის საშუალებას იძლევა.
შემდეგ გავეცანი
სახელმძღვანელოს ,,მასწავლებლის წიგნს’’,( ჯაფარიძე, მ.
(2003). მასწავლებლის
წიგნი
- მოსწავლეთა
ცუდი
ქცევის
" ფსიქოლოგიური
მოტივები
, პრევენცია
, მართვა
,,. თბილისი:
მასწავლებელთა
პროფესიული
განვითარების
ეროვნული
ცენტრი.)
სადაც ქალბატონი
მარინე ჯაფარიძე განიხილავს
მოსწავლეთა „ცუდი ქცევის“ ფსიქოლოგიური მოტივებს, პრევენციას, მართვას.დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში მოსწავლე შესაძლოა ხვდებოდეს, რომ არასწორად იქცევა, მაგრამ ვერ აცნობიერებდეს, რა განაპირობებს მის ამგვარ ქცევას: ყურადღების მიპყრობის, ძალაუფლების, შურისძიების თუ წარუმატებლობისგან გაქცევის სურვილი. ეს მოტივები გამოყო ამერიკელმა პედაგოგმა რუდოლფ დრეიკურსმა. მას მიაჩნია, რომ ქცევითი დარღვევის ათიდან ცხრა შემთხვევაში მიზეზი ამ ოთხიდან ერთია. მისი სწორი განსაზღვრა კი ეფექტიანი მუშაობის აუცილებელი წინა პირობაა, მასზეა დამოკიდებული ჩარევის ხერხების სწორად შერჩევა, არასასურველი ქცევის აღკვეთა და პროსოციალური ქცევების ფორმირება.
როგორ უნდ ა მოახდინოს
მასწავლებელმა ცუდი
ქცევის მოტივის
იდენტიფიცირება? ეს არც ისე იოლია, რადგან თითოეული ბავშვის ქცევის უკან
მიზეზებისა და მოტივების უნიკალური კომბინაცია
დგას. რა შემთხვევასთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე, აუცილებელია რამდენიმე მომენტის გათვალისწინება:არ არსებობს ქცევის გამოსწორების უნივერსალური ხერხი, ამიტომ დისციპლინის გასაუმჯობესებლად მუშაობა ინდივიდუალურ მიდგომას უნდა ეყრდნობოდეს რომელიც საშუალებას მოგვცემს, მივაგნოთ მოსწავლის ქცევის მიზეზებს,
ვიმოქმედოთ არა სპონტანურად, არამედ მეცნიერულად დასაბუთებული ეფექტიანი მეთოდებით. ეს მუშაობა 5 ნაბიჯს მოიცავს:
ნაბიჯი 1.
შევკრიბოთ და სწორად აღვწეროთ კონკრეტული ფაქტები, მოვერიდოთ სუბიექტურ შეფასებას: სად?, როდის?, რა?. არ გამოვიყენოთ სიტყვები: ,, არასოდეს“, ,,ყოველთვის” , ,, არაფერი“ და ა.შ. ვიყოთ ზედმიწევნით ობიექტური და აკურატული.
ნაბიჯი 2.
ზუსტად განვსაზღვროთ დისციპლინის დარღვევის მიზეზი. ეს მიზეზი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შეიძლება იყოს: ყურადღების მიპყრობის, ძალაუფლების, შურისძიების ან წარუმატებლობისგან თავის დაღწევის სურვილი. ქცევის მოტივის ცოდნა საჭიროა არა მხოლოდ იმისთვის, რომ სწორად განვსაზღვროთ საპასუხო ქცევა, არამედ იმისთვისაც, რომ გამოვიცნოთ მოსწავლის რეაქცია ჩვენს პედაგოგიურ ზემოქმედებაზე.
ნაბიჯი 3.
ავირჩიოთ დასციპლინის დარღვევის მომენტში გადაუდებელი ჩარევის ხერხები. გვახსოვდეს, ჩარევა არ გულისხმობს დასჯას; მას ორი მიზანი აქვს: შეაჩეროს არასასურველი ქცევა და იმოქმედოს მოსწავლეზე იმგვარად, რომ მისი შემდგომი ქცევა უფრო მისაღები იყოს. ჩარევა ეფექტიანი რომ იყოს, საჭიროა, ის მოხდეს დაუყოვნებლივ ( ” აქ და ამჟამად“) და სწორად. სისწრაფე არ გულისხმობს იმპულსურობას, სპონტანურობას, აგრესიულობას. სისწორე კი ეფუძნება ტექნიკის სწორ შერჩევას (მაგ., ძალაუფლებისმოყვარე და წარუმატებლობის მოშიში ბავშვები სხვადასხვანაირ ზემოქმედებას მოითხოვენ).
ნაბიჯი 4.
შევიმუშაოთ თვითპატივისცემის ფორმირების ხელშემწყობი სტრატეგიები.
ნაბიჯი 5.
ეფექტიანად ვიმუშაოთ მშობლებთან: მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი მუშაობის შესახებ, მოვამზადოთ მათთვის ბავშვთან მუშაობის პროგრამის მოკლე ვარიანტი (აუცილებლად წერილობითი ფორმით), ვაქციოთ ის ამ პროცესის თანამონაწილედ და ხელშემწყობად. ((თ. გ.). ლიპარტელიანი, დ. (2018). სამოქმედო კვლევის
სახელმძღვანელო
1 და
2 ნაწილი
. თბილისი:
სამოქალაქო
განვითარების
ინსტიტუტი.)
კვლევის მეთოდები
კვლევის პროცესში გამოვიყენე რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტები. ფოკუსჯგუფების, რომელიც იყო:
1. მშობლებისგან შემნილი
( მარტივი, შემთხვევითი შერჩევა);
2. მოსწავლეებისგან შექმნილი
( მარტივი შემთხვევითი შერჩევა);
კვლევის ინსტრუმენტმა: ფოკუს ჯგუფმა მომცა საშუალება, მომეხდინა
კვლევის ინსტრუმენტის,
ანკეტირების სრულყოფა.
ასევე გამოვიყენე სასწავლო პროცესზე დაკვირვების მეთოდი.
კვლევის ვადები
N
|
აქტივობა
|
დეკ
|
იან
|
თებ
|
მარტ
|
აპრ
|
მაის
|
1
|
პრობლემის შერჩევა
|
•
|
|
|
|
|
|
2
|
კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
|
|
•
|
|
|
|
|
3
|
ინტერვიუ პედაგოგებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან
|
|
|
•
|
|
|
|
4
|
ფოკუსჯგუფი მოსწავლეებთან, მშობლებთან
|
|
|
•
|
•
|
•
|
|
5
|
მეორადი მონაცემების შეგროვება და ანალიზი
|
|
|
|
•
|
•
|
|
6
|
კითხვარების შედგენა დამუშავება
|
|
•
|
•
|
•
|
|
|
7
|
მიღებული შედეგების ანალიზი
|
|
|
|
•
|
•
|
|
8
|
სავარაუდო ინტერვენციის განხილვა
|
|
•
|
•
|
|
|
|
9
|
ინტერვენციის განხორციელება
|
|
|
|
•
|
•
|
•
|
10
|
ინტერვენციის შედეგების ანალიზი
|
|
|
|
|
•
|
•
|
11
|
დაინტერესებულ პირთათვის პრეზენტაცია და შედეგების გაცნობა
|
|
|
|
|
|
•
|
კვლევაზე მუშაობის პროცესი
I ეტაპი - კვლევისთვის მოსამზადებლი სამუშაოების განხორციელება
•
საკვლევი საკითხის იდენტიფიცირება;
•
სასწავლო პროცესზე
დაკვირვების ანკეტის შემუშავება;
•
ფოკუს ჯგუფების შექმნა ;
•
კითხვარების შედგენა;
I I ეტაპი
- საკვლევი საკითხის შესწავლა
•
ფოკუს ჯგუფების ჩატარება მოსწავლეებთან და მშობლებთან;
•
მოსწავლეთა ანკეტირება;
•
მშობელთა ანკეტირება.
I I I ეტაპი - მონაცემთა ანალიზი
I V ეტაპი
- ინტერვენციის დაგეგმვა , განხორციელება და შეფასება .
კვლევის ინსტრუმენტები
თვისობრივმა კვლევამ საშუალება მომცა სიღრმისეულად გამომეკვლია ჩემი მოსწავლეების დამოკიდებულება და პოზიცია საკვლევ საკითხთან დაკავშირებით, გამომეკვეთა პრობლემები და მომემზადებინა ეფექტური კითხვარი რაოდენობრივი კვლევისთვის.
•
ფოკუს ჯგუფი
ა) მოსწავლეებთან . შერჩევის სტრატეგია:
მარტივი შემთხვევითი შერჩევა; ბ) მშობლებთან. შერჩევის სტრატეგია:
მარტივი შემთხვევითი შერჩევა;
•
ანკეტირება
ა)მოსწავლეებთან. შერჩევის სტრატეგია: სრული შერჩევა; ბ) მშობლებთან. შერჩევის სტრატეგია: სრული შერჩევა;
•
დაკვირვება. ( პოზიტიურ დღეთა შერჩევის სტრატეგია:
სრული შერჩევა; კალენდარი)
•
დაკვირვება ( მათემატიკის გაკვეთილზე),
შერჩევის სტრატეგია:
სრული შერჩევა;
•
დაკვირვება არაფორმალურ გარემოში(ლაშქრობა)
შერჩევის სტრატეგია: სრული შერჩევა.
კვლევის პირველ ეტაპზე, საკვლევი საკითხის
შესწავლისათვის გამოვიყენე კვლევის ინსტრუმენტი:
ფოკუს ჯგუფი, რომელიც განვახორციელე, როგორც მოსწავლეებთან, ასევე მშობლებთან.
სანამ ანკეტირებას ჩავატარებდი, სურვილი მქონდა გამეუმჯობესებინა და უფრო
მოქნილი გამეხადა კვლევის ინსტრუმენტი ანკეტირება(კითხვარი). შემუშავებული კითხვარი მოსწავლეებისთვის განვახორციელე მარტივი
შემთხვევითი შერჩევით. კლასში გვაქვს გამოსაძახებელი ჩხირები, რომლებზეც მოსწავლეთა სახელები და გვარები აწერია.
შემთხვევით ამოვიღე 10 ჩხირი.
ასეთნაირად შერჩეულ მოსწავლეებს ავუხსენი, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამ კითხვარის
შევსება და რომ მაინტერესებდა, რამდენად კარგად იგებენ კითხვების არსს. მოსწავლეებს დავურიგე კითხვარი, რომელიც 15 კითხვისგან შედგებოდა. დრო 20
წუთი. და
დავაკვირდი პროცესს, კითხვების გაჩენის შემთხვევაში, დამატებითი განმარტების
საჭიროებისას ვინიშნავდი პრობლემას და დასრულების შემდეგ,
უფრო მეტად დავხვეწე და გავაუმჯობესე კითხვარი. ანალოგიურად მივიქეცი მშობლებთან
მიმართებაშიც, თუმცა, 15 შერჩეული მშობლიდან
გამოცხადდა 10 მშობელი. კითხვარში
15 კითხვა
იყო წარმოდგენილი. ავუხსენი მშობლებს ჩემი მიზანი და ვთხოვე გაურკვევლობის შემთხვევაში მოემართათ ჩემთვის. დრო 20 წუთი. სულ ჩატარდა 1 ფოკუს ჯგუფი მოსწავლეებთან და 1 ფოკუს ჯგუფი მშობლებთან. კვლევის
მიმდინარეობისას ვანხორციელებდი საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებას. შევიმუშავე
გაკვეთილზე დაკვირვების ფორმა. ყველა გაკვეთილზე აღვრიცხავდი ქცევის დარღვევათა სიხშირეს.
ასევე, მოსწავლეებთან ერთად
შევიმუშავე პოზიტიურ დღეთა
დაკვირვების კალენდარის ფორმა და
დღის განმავლობაში ვაკვირდებოდი მოსწავლეთა ქცევას, დღის ბოლოს კი მოსწავლეებთან ერთად
ვმსჯელობდით დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე და
გრაფას ვაფერადებდით მწავნე ფერის ფანქრით, თუ პოზიტიური დღე გვქონდა, თუ არა სინანულით აღვნიშნავდით წითელი ფერით, იმ იმედით, რომ ასეთი ფერის ფანქარს სხვა დროს ნაკლებად გამოვიყენებდით. კვლევის ინსტრუმენტი: ანკეტირება ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ გამეგო მოსწავლეებს რამდენად აქვთ განვითარებული სოციალური, კომუნიკაციის და თვითმართვის უნარ-ჩვევები.
რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტები.
რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტი შევიმუშავე თვისებრივი კვლევის განხორცილების შემდეგ. რაოდენობრივი კვლევის ჩასატარებლად გამოვიყენე ანკეტირება.
მიღებული მონაცემები დამეხმარა
გამეგო მოსწავლებს რამდენად განვითარებული აქვთ სოციალური, კომუნიკაციის და თვითმართვის უნარ-ჩვევები. მომზადდა
და დაიხვეწა
მშობლებისთვის 15 კითხვიანი კითხვარი,
მოსწავლეებისთვის 15 კითხვიანი კითხვარი, სადაც შედიოდა დახურული კითხვები. კითხვარის შევსებას დასჭირდა 30 წუთი.
კვლევის სანდოობა
კვლევის
შედეგების სანდოობაში
ეჭვის შეტანის თავიდან აცილების
მიზნით კვლევის პროცესში გამოვიყენე ინფორმაციის
მოპოვების სხვადასხვა ინსტრუმენტი
და მეთოდი. კვლევის პროცესში საკვლევი პრობლემის შესწავლა განხორციელდა სხვადასხვა
წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით: ფოკუს ჯგუფები მოსწავლეებთან,
მშობლებთან, დაკვირვება საგაკვეთილო პროცესზე და ანკეტირება.
აღმოჩენები და მიგნებები
1.
მონაცემთა ანალიზი
2. ფოკუს ჯგუფი მშობლებთან, მოსწავლეებთან
ფოკუს ჯგუფში მონაწილეობა მიიღო მეხუთე კლასის მოსწავლეთა 10 მშობელმა. მოვახდინე მშობელთა მარტივი
შემთხვევითი შერჩევა. მშობლებს არ მოეწონათ კონკრეტულად ისინი რომ შევარჩიე ფოკუს ჯგუფისთვის. რადგან ეგონათ,
რომ მქონდა პრეტენზია მათ შვილებზე. მშობლებს გავაცანი ჩემი მიზანი და განვუმარტე
, რომ სურვილი მქონდა
მოსწავლეების ქცევითი პრობლემები შემესწავლა და შემეცირებინა დარღვევათა რიცხვი. ვთხოვე დახმარება,ისინი
სიამოვნებით ჩაერთვნენ პროცესში. სურვილი მქონდა მოსწავლეებისა და მშობლებისათვის დამესვა
ერთიდაიგივე კითხვები და შემედარებინა
შედეგები ერთმანეთისთვის, რადგან უკეთესად გამოკვეთილიყო
პრობლემა. კითხვარის შევსების შემდეგ საშუალება
მომეცა უფრო დამეხვეწა და სრულყოფილი გამეხადა კვლევის ინსტრუმენტი. მშობლებმა აღნიშნეს , რომ მოსწავლეთა რაოდენობა
დიდია და ამიტომ უფრო რთულია პედაგოგისათვის სწავლების პროცესის ეფექტურად წარმართვა. შვილის აღზრდაში ჩართულია. მათი შვილი სახლში უპრობლემოა,
უკვირს, რომ სკოლაში პრობლემები აქვს. არ იცის რა არის ამის გამომწვევი მიზეზი. ზოგიერთი
აღნიშნავს, რომ მისი შვილი ზედმეტად მორცხვია,
იმის შიშით, რომ ბავშვები
დასცინებენ, არ პასუხობს მასწავლებელს. არ შეუძლია
კონფლიქტის მოგვარება და ურჩევნია განრიდება.
მოსწავლეები ზედმეტად ცელქები
არიან, ტექნოლოგიები ნაკლებად გამოიყენება
ამიტომ მოსწავლეთათვის სწავლების პროცესი
უინტერესოა. მასწავლებლები არ იყენებენ სხვადასხვა მეთოდებს სწავლებისას, რაც
მოსწავლეებში მოტივაციას ვერ ქმნის. მშობლებს ნაკლებად არიან ჩართული შვილების სწავლების პროცესში . მთლიანად სკოლაზეა
გადასული მოსწავლის სწავლების
პროცესი და მიაჩნიათ, რომ ეს სკოლის პრეროგატივა უფროა, რადგან მეტად გამოცდილნი
არიან და მეტი კომპეტენცია გააჩნიათ. მოსწავლეების ფოკუსჯგუფში მუშაობისას მოსწავლეებმა აღნიშნეს,
რომ ისინი იშვიათად არღვევენ ქცევის წესებს. რა
ქნან, როცა თვითონ კი არა, სხვა მოსწავლე იწვევს
კონფლიქტს, თვითონ ძალიან იშვიათად
არღვევენ ქცევის წესებს. თითქმის ყოველთვის მართლები არიან. მასწავლებლები და მშობლები ზედმეტად მკაცრად ექცევიან. ზღუდავენ
და გართობის საშუალებას ნაკლებად აძლევენ,
სულ სწავლა და სწავლა... კომპიუტერთან ნაკლებად სვამენ, უზღუდავენ, სწავლა მოსაბეზრებელია და უინტერესო. სახლში მშობლები ნაკლებად ეხმარებიან და თვითონ ამზადებენ
გაკვეთილებს, ხანდახან არც ამზადებენ, სკოლაში კლასელისგან გადაიწერენ,
მასწავლებელი კი რაღა მას კითხავს გაკვეთილს, კლასში ხომ მის გარდა
კიდევ 19 მოსწავლეა. ხშირად მშობლებს
საქმეები აქვთ და ვერ ახერხებენ გაკვეთილების ჩაბარებას.
3. რაოდენობრივი კვლევის შედეგები
რაოდენობრივი ინსტრუმენტი დაიგეგმა თვისობრივი
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით. მოსწავლეებთან და მშობლებთან განხორციელებული ფოკუს- ჯგუფის შედეგად გამოიკვეთა
რომ კითხვარით შესაძლებელია სწორად შევაფასო,
თუ რამდენადაა ჩართული მშობელი შვილის აღზრდის საქმეში, რამდენად კარგად იცნობს მას
და უქმნის თუ არა მოსწავლისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ემოციურად, ფიზიკურად უსაფრთხო
გარემოს. ფოკუს ჯგუფის შედეგებზე დაყრდნობით
შევიმუშავე კითხვარი, რომელიც მშობელთა და მოსწავლეთა ინტერესებს
და სწავლების მოტივაციას, სასწავლო გარემოს აფასებს. კვლევაში
მონაწილეობა მიიღო 20-მა მშობელმა და 20-მა მოსწავლემ, რომელსაც დიაგრამის სახით
არის წარმოდგენილი.
თვისობრივი მონაცემების
დამუშავების შედეგად მოსწავლეებთან
და მშობლებთან განხორციელებული ფოკუს ჯგუფის შედეგად გამოიკვეთა , რომ მოსწავლეების მშობელთა გარკვეული ნაწილი მუშაობს
( 16 მშობელი), რაც იმას ნიშნავს რომ ნაკლები დრო რჩებათ შვილებისათვის. ნაკლებად იცნობენ მათ,
თუმცა ფიქრობდნენ რომ საკმარისად იცნობენ საკუთარ შვილებს. კვლევის შედეგმა მშობლები განაცვიფრა.
ისინი ამბობდნენ, რომ ვერ წარმოიდგენდნენ თუ მათი შვილის საყვარელი ნივთი, საყვარელი
ტკბილეული, საყვარელი ფერი არ იყო ის, რასაც თვითონ ფიქრობდნენ.
ინტერვენციის დაგეგმვა.
ფოკუს
ჯგუფების და ანკეტირების შედეგად გამოკვეთილი პრობლემების შესაბამისად მივიღე გადაწყვეტილება ინტერვენციის
დაგეგმვის შესახებ. გავითვალისწინე მისი ე.ს.გ-სთან შესაბამისობა და მოსწავლეებში სწავლის
მოტივაციის ამაღლებაზე და საგაკვეთილო
პროცესში კლასის მართვის პრობლემების მოგვარებაზე.
·
კლასის მართვის საკითხების
შესახებ ცოდნის გაღრმავება (ტრენინგზე დასწრება, ლიტერატურის გაცნობა);
·
მეთოდების მრავალფეროვნების გაზრდა მათემატიკის
გაკვეთილზე;
·
კლასში ქცევის მართვის მექანიზმების დახვეწა, რაც
გულისხმობს, მოსწავლეების დისციპლინის
გაუმჯობესებას მათი უფლება - მოვალეობების
გააზრება-გაცნობიერების გზით.
კვლევის შედეგები.
1 . ფოკუს ჯგუფი მშობლებთან .
ფოკუს ჯგუფში მონაწილეობა მიიღო მეხუთე კლასის მოსწავლეთა 10 მშობელმა. მოვახდინე მშობელთა მარტივი შემთხვევითი შერჩევა.
მშობლებს არ მოეწონათ თავიდან, ფოკუს ჯგუფში მონაწილეობის მიღება, რადგან ეგონათ, რომ
მქონდა პრეტენზია მათ შვილებთან დაკავშირებით.
მშობლებს გავაცანი ჩემი მიზანი და განვუმარტე
, რომ სურვილი მქონდა მოსწავლეების ქცევითი დარღვევები შემესწავლა და შემეცვალა პოზიტიური მიმართულებით
და ვთხოვე დახმარება.
ისინი სიამოვნებით ჩაერთვნენ პროცესში. სურვილი მქონდა მოსწავლეებისა და მშობლებისათვის
დამესვა ერთიდაიგივე კითხვები და შემედარებინა ერთმანეთისთვის რათა უკეთესად გამოკვეთილიყო
თუ რამდენად სწორად აფასებენ პრო-ბლემას. მშობლებმა და ცალკე მოსწავლეებმა შეავსეს კითხვარი,
რამაც საშუალება მომცა უფრო დამეხვეწა და სრულყოფილი გამეხადა. მშობლებმა აღნიშნეს , რომ მოსწავლეთა უმრავლესობა იზრდება ბებიებთან
და დეიდებთან(დედები საზღვარგარეთ არიან სამუშაოდ) და გათამამებულები არიან
, ამიტომ უფრო რთულია პედაგოგისათვის სწავლების პროცესის
ეფექტურად წარმართვა. მოსწავლეები ზედმეტად ცელქები არიან, მოსწავლეთათვის სწავლების
პროცესი უინტერესოა. მას-წავლებლები არ იყენებენ
სხვადასხვა მეთოდებს სწავლებისას,
რაც მოსწავლეებში მოტივაციას ვერ ქმნის.
ასევე მათ ნაკლები დრო აქვთ მოსწავლეების სწავლების პროცესში ჩართულობისთვის. მთლიანად
სკოლაზეა გადასული მოსწავლის სწავლების პროცესი და მიაჩნიათ რომ ეს სკოლის პრეროგატივაა,
ვიდრე მშობლის.
მოსწავლეების
ფოკუს ჯგუფში მუშაობისას მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ისინი ყოველთვის მართლები არიან
და მასწავლებლები ზედმეტად მკაცრად ექცევიან. ზღუდავენ და გართობის საშუალებას არ აძლევენ, სწავლა მოსაბეზრებელია
და უინტერესო. საშუალება რომ ქონდეთ იშვათად
ივლიდნენ სკოლაში. მასწავლებლები უსამართლოები
არიან და ჩაგრავენ
მათ. სახლში მშობლები ნაკლებად ეხმარებიან და თვითონ ამზადებენ გაკვეთილებს.
ხშირად მშობლებს საქმეები აქვთ და ვერ ახერხებენ გაკვეთილების ჩაბარებას.
რაოდენობრვი კვლევის შედეგები
რაოდენობრივი კვლევა დაიგეგმა თვისობრივი კვლევის
შედეგებზე დაყრდნობით. ფოკუს ჯგუფის შედეგებზე დაყრდნობით შევიმუშავე კითხვარი, რომელიც
მშობელთა და მოსწავლეთა ინტერესებს ,
სწავლების მოტივაციას და სასწავლო გარემოს აფასებს.საშუალება მომეცა გამეგო
რამდენად აქვთ განვითარებული სოციალური, კომუნიკაციის და თვითმართვის უნარები.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 20-მა მშობელმა
და 20-მა მოსწავლემ, რომელსაც დიაგრამის სახით წარმოგიდგენთ .
თვისობრივი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით
მოსწავლეებთან და მშობლებთან განხორციელებული ფოკუს ჯგუფის შედეგად გამოიკვეთა რომ
მშობელთა გარკვეული ნაწილი მუშაობს( 16 მშობელი), რაც იმას ნიშნავს რომ ნაკლები დრო
რჩებათ შვილებისათვის.
5 მშობელი ფიქრობს, რომ მათი შვილი ხშირად
ჩხუბობს. გამოიკვეთა, რომ შვილების კონფლიქტის შესახებ მშობლებს არასწორი ინფორმაცია აქვთ. ისინი თვლიან,
რომ შვილებს ნაკლები პრობლემა აქვთ, ვიდრე რეალურად არსებობს.
7 მოსწავლე თავს დაუცველად
გრძნობს, 12 მშობელიც აღნიშნავს, რომ
მათი შვილი დაუცველია. ამ შედეგის ფონზე მშობელთა 40% ფიქრობს, რომ სკოლაში
მოსწავლეთა უსაფრთხოება საკმარისადაა დაცული.
ჩნდება კითხვა, მაშ რატომ ფიქრობს 7 მოსწავლე,
რომ დაუცველია? გამოდის, რომ მშობელს ერიდება თამამად დააფიქსიროს საკუთარი აზრი, ან
არასწორად აფასებს მოვლენებს.
ეხმარება თუ არა მშობელი გაკვეთილების მომზადებაში ?: 16 მოსწავლე ეთანხმება და 8 მშობელიც ასე თვლის.
გამოდის, რომ მშობელთა ნახევარზე ნაკლები ჩართულია მოსწავლეთა გაკვეთილების
მომზადებაში. მოსწავლეს მხოლოდ სკოლაში ვერ
განუვითარდება ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, რაც საჭიროა მოსწავლისათვის,
მათი პიროვნული ჩამოყალიბებისათვის. სკოლას, დამრიგებელს, საგნის მასწავლებლებს გვერდში
უნდა ედგეს მშობელი რათა ერთად აღზარდონ მომავალი თაობა.
მინდოდა შემესწავლა, თუ რამდენად კარგად იცნობენ საკუთარ შვილებს მშობლები და დამატებით მოვუმზადე 10 კითხვიანი კითხვარი, როგორც
მშობლებს, ასევე ბავშვებს . მოსწავლეებს
შევავსებინე და შევინახე. შემდეგ მშობლებს მივეცი კითხვარი, შევავსებინე, მივეცი საკუთარი
შვილის მიერ შევსებული კითხვარიც. შევადარებინე და ვთხოვე
, რომ თუ რომელიმე კითხვის პასუხი დაემთხვეოდა
ერთმანეთს, მოენიშნათ, თუ არა
არა. მონიშნული პასუხები დავათვლევინე და შევაფასებინე, თუ რამდენად სწორად იცნობდნენ
საკუთარ შვილებს. გამოიკვეთა, რომ მშობლები ნაკლებად იცნობენ საკუთარ შვილებს. ისინი ამბობდნენ, რომ ვერ წარმოედგენათ თუ მათი შვილის საყვარელი
ნივთი, საყვარელი ტკბილეული, საყვარელი ფერი
არ იყო ის, რასაც თვითონ ფიქრობდნენ. ამით მინდოდა მშობლებს გაეანალიზებინათ, თუ რამდენად გვჭირდება ბავშვის სწორი განვითარებისათვის ვიცოდეთ
მათი ინტერესების და დამოკიდებულებების შესახებ.
ბავშვს მოვუსმინოთ, გავიგოთ რა აწუხებს,
რა ახარებს, რა არის მისთვის საინტერესო. ვფიქრობ, ეს კითხვარი ძალიან დაგვეხმარება,
რათა მშობლები დააფიქროს საკუთარ პასუხისმგებლობაზე.
კვლევის ძირითადი დასკვნები
კვლევაზე დაყრდნობით გავაკეთე
მნიშვნელოვანი დასკვნა. ნათელი გახდა , რომ მშობლები ნაკლებად ჩართულნი არიან შვილების სწავლა-სწავლების
პროცესში. ისინი ზედმეტად დატვირთულნი არიან
და არ სცალიათ შვილებისთვის. ზოგიერთი
არ აღიარებდა შვილის პრობლემას და მიაჩნდა,
რომ საუკეთესო ქცევით გამოირჩევა მისი შვილი.
ზოგიერთი მშობელი ფიქრობდა , რომ
,,ნუ, ასეთი დაიბადა და რა ქნას. მისი შეცვლა შეუძლებელია და აზრი არა
აქვს“.
დამრიგებელთან
, საგნის პედაგოგებთან ნაკლები კომუნიკაციის გამო არასწორი წარმოდგენები და მიდგომები ჰქონდათ შვილების სწავლაზე და
მათ სოციალურ, თვითმართვის
უნარ-ჩვევებზე. არა სწორად აფასებდნენ,
ან თავს იკავებდნენ უსაფრთხო სასკოლო
გარემოს შეფასებისგან. გამოიკვეთა, რომ მშობლების
დაბალი ჩართულობის გამო ნაკლები წარმოდგენა ჰქონდათ იმაზე, თუ რამდენადაა დაცული მათი შვილი,
რამდენად მომზადებული მიდის სკოლაში.
წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე (ოთხი წელი ფასდებოდნენ
მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით)
ნაკლებად კითხულობდნენ მოსწავლეთა შედეგებს.
საჭიროება გამოიკვეთა მშობლებთან ხშირი შეხვედრების და საუბრების განხორციელების.
მოსწავლეებს ნაკლებად აქვთ გააზრებული უფლებებისა
და მოვალეობების არსი. საჭიროა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება მათი უფლება-მოვალეობების
შესახებ; არაფორმალურ გარემოში ხშირი გაყვანა
(ლაშქრობები), რაც უფრო დაახლოებს მოსწავლეებს ერთმანეთთან და მიეცემათ საშუალება კომუნიკაციის
უნარი გაიუმჯობესონ.
დიაგრამებზე მოცემული სტატისტიკის მიხედვით
იკვეთება, რომ კლასში გარემო ნაკლებად პოზიტიურია, მოსწავლეებს მშობლებისაგან ნაკლები
დახმარება აქვთ, ხშირად საკუთარშვილებს კარგად არ იცნობენ.
ინტერვენციის განხორციელება
ფოკუს ჯგუფების, ანკეტირების შედეგად
გამოკვეთილი პრობლემების შესაბამისად მივიღე გადაწყვეტილება ინტერვენცია
დამეგეგმა და განმეხორციელებინა ე.ს.გ-სთან
შესაბამისობით. გადავწყვიტე ინტერვენცია
დავგეგმო შემდეგი მიმართულებებით:
1. მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება მათი უფლება-მოვალეობების
შესახებ;
2. მშობლებთან ხშირი შეხვედრები და საუბრები;
3. მოსწავლეებს არაფორმალურ გარემოში
ხშირი გაყვანა (ლაშქრობები).
მე-51 კლასის
მოსწავლეებთან ერთად დავგეგმე შეხვედრა ,რომელზეც მესწრებოდა 20 მოსწავლე. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში
განხორციელდა, გამოვიყენე როლური თამაში. გაიმართა დისკუსია სადაც მოსწავლეებმა იმსჯელეს მათთვის
საინტერესო საკითხებზე. შეხვედრის ბოლოს შევავსებინე კითხვარი .
მათემატიკის გაკვეთილზე დადებითი ატმოსფეროს ჩამოსაყალიბებლად სხვადასხვა სწავლის
სტრატეგია გამოვიყენე. კონკრეტულად:
სააზროვნო სქემები, გონებრივი იერიში, სახალისო მათემატიკიდან
კითხვები ,მოვაწყვეთ ვიქტორინასა.ამ სტრატეგიებით ვეცადე მოსწავლეებში დამემკვიდრებინა დამოუკიდებლად სწავლების,
დაგეგმვის, პრიორიტეტის დასახვის,პასუხისმგებლობის უნარ-ჩვევები.
შინაგანი მოტივაციის ასამაღლებლად გამოვიყენე მოსწავლეთა ინტერესების მიხედვით დავალებების შერჩევის სტრატეგია,
გარკვეულ შემთხვევაში მათი არჩევანის
უფლების მინიჭების სტრატეგია, თავისი აზრის თამამად გამოხატვის სტრატეგია, თამაშის
ტიპის სასწავლო აქტივობის ჩართვის, პროექტული სწავლების ჩართვის სტრატეგიები. კონკრეტული პრობლემა საერთო პრობლემად ვაქციე, ხაზი გავუსვი
იმას, რომ ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, ერთი მოსწავლის პრობლემა
ყველას პრობლემაა. მშობლებთან შეხვედრისას
გავმართე დისკუსია მოსწავლის პრობლემური ქცევის შემცირებასთან დაკავშირებით.
მოსწავლეებთან ერთად ვთამაშობდი, ვსაუბრობდი, ბავშვებს სახლში აღარ
უნდოდათ წასვლა. უფრო დავახლოვდით და უკეთესად შევისწავლე მათი ბუნება, რაც დამეხმარა
უფრო ეფექტურად ვმართო მოსწავლეები პოზიტიური კუთხით.
ჩემი მიდგომები შევცვალე. მაქვს გავლილი ტრენინგები, ,,მოსწავლეთა
ქცევის კონტროლის შესახებ“,
,,სასწავლო პროცესის პოზიტიურ მართვაზე“ და მრავალი სხვა. მივხვდი, რომ მოსწავლის
ქცევის წესების დარღვევის შემთხვევაში, შენიშვნის მიცემით პრობლემის მოგვარება შეუძლებელია.
გადავწყვიტე საყვედური აღარ მიმეცა და პოზიტიური მიდგომებით
შემემცირებინა მოსწავლეთა ქცევითი პრობლემები. შედეგმაც არ დააყოვნა და აღმოჩნდა, რომ
ეს უფრო კარგად მუშაობს. როდესაც მოსწავლეს დავანახე, რომ მისგან
მაღალი მოლოდინი მაქვს, მისი პასუხისმგებლობა გაიზარდა, თვითმართვის უნარიც
გაუმჯობესდა. პრობლემური ქცევები თანდათან შემცირდა და შედარებით ნაკლები გახდა.
ინტერვენციის შეფასება
ინტერვენციის განხორციელების შემდეგ, მინდა ავღნიშნო, რომ მოსწავლეთა პრობლემური ქცევა შედარებით შემცირდა. სასწავლო
გარემო მეტად პოზიტიური გახდა. მოსწავლეებს მოემატათ პასუხისმგებლობა, ცდილობენ მეტად
აკონტროლონ ქცევა. დარღვევეის შემთხვევაში წუხან. მოტივაციამ მოიმატა. გაუმჯობესდა
სწავლის ხარისხი.
კვლევის დასაწყისში დასახული პრობლემა მოსწავლეთა
პრობლემური ქცევის შემცირება მოგვარდა. უკეთესი
მდგომარეობაა დღეისთვის. ჩემი მიდგომის შეცვლის შემდეგ, მოსწავლეთა ქცევის თვითმართა გაუმჯობესდა.
სხვადასხვა სწავლის სტრატეგის გამოყენების
შემდეგ მოსწავლეებს განუვითარდა დამოუკიდებლად
სწავლების, დაგეგმვის, პრიორიტეტის დასახვის,პასუხისმგებლობის უნარ-ჩვევები. მდგომარეობა
დამაკმაყოფილებელია, თუმცა შემდეგში საჭიროებს მუშაობას, რათა უკეთესი სასწავლო გარემო
შევქმნათ.
დასკვნა
მე-51 კლასში განხორციელებული
კვლევის შედეგად შემიძლია დავასკვნა, რომ წარმატებით განვახორციელე საკვლევი საკითხის
შერჩევა- ჩამოყალიბება. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ შერჩეული
საკვლევი საკითხი აქტუალურია კლასისთვის. განხორციელებული ინტერვენციების შედეგად შეიცვალა
მოსწავლეთა ქცევა საგაკვეთილო პროცესში თუმცა ეს პრობლემა ბოლომდე მოგვარებული არაა.
მოსწავლეებთან მოხერხდა უფრო დაახლოვება და
მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს სოციალური, თვითმართვის, კომუნიკაციის
უნარი. მიმაჩნია რომ საერთო ჯამში კვლევა უნდა შეფასდეს წარმატებულად რადგან
ინტერვენციამ გარკვეული შედეგი გამოიღო.კლასში ქცევის მართვის მექანიზმები დაიხვეწა.
მშობლებმა გააცნობიერეს რომ მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის. მშობელთა დამოკიდებულების ცვლილებამ
მოსწავლეთა ქცევაზეც დადებითად იმოქმედა. გაკვეთილი აქტივოვებით გავამრავალფეროვნე,
გავხადე უფრო ინტერაქტიული, რამაც მოსწავლეებში მოტივაცია აამაღლა.
,,კარგი ქანდაკება ოსტატის დიდებაა,-კარგი
მოწაფე-მისი მწვრთნელისა“, მასწავლებლის ვალიც ეს არის - აღზარდოს განათლებული,თავაზიანი,მტკიცე
ნებისყოფის,კარგი ქცევის და ზნეობის ადამიანები.
ბიბლიოგრაფია
1. კანონმდებლობა. (2005-04-08). კანონი
ზოგადი განათლების შესახებ . თბილისი:
http://mes.gov
2. ინასარიძე, მ. (2014). მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის
გზამკვლევი . თბილისი: მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი.
4. ლიპარტელიანი, დ. (2018). სამოქმედო კვლევის სახელმძღვანელო
1 და 2 ნაწილი . თბილისი: სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.
5. ჯაფარიძე, მ. (2003). მასწავლებლის წიგნი - მოსწავლეთა ცუდი ქცევის " ფსიქოლოგიური მოტივები , პრევენცია , მართვა ,,. თბილისი: მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
6. ლია ბედინაძე(2002) დამხმარე სასწავლო მასალა ზოგადსაგანმანათლებლო
სკოლის მოსწავლეთათვის.
დანართი 1
კითხვარი მშობლებისთვის
N
|
შკითხვა
|
კი
|
არა
|
ნაწილობრივ
|
1
|
მუშაობთ?
|
|
|
|
2
|
მრავალშვილიანია თქვენი ოჯახი?
|
|
|
|
3
|
ხშირად ჩხუბობს თქვენი შვილი თანატოლებთან?
|
|
|
|
4
|
უყვარს განსაკუთრებულად რომელიმე საგანი?
|
|
|
|
5
|
სჭირდება გაკვეთილების მომზადებისას დახმარება?
|
|
|
|
6
|
ატყობინებს დამრიგებელს ბავშვის სკოლაში არყოფნის მიზეზს?
|
|
|
|
7
|
გაქვთ ზუსტი ინფორმაცია შვილის აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინის
შესახებ?
|
|
|
|
8
|
ხშირად სჯით შვილს?
|
|
|
|
9
|
კმაყოფილი ხართ შვილის სასკოლო გარემოს უსაფრთხოებით?
|
|
|
|
10
|
გეძლევათ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება სკოლაში?
|
|
|
|
დანართი 2
კითხვარი მოსწავლეებისთვის
N
|
შეკითხვა
|
კი
|
არა
|
ნაწილობრივ
|
1
|
გაქვს თუ არა საკუთარი ოთახი და სამეცადინო კუთხე?
|
|
|
|
2
|
ეხმარები მშობლებს საოჯახო საქმეებში?
|
|
|
|
3
|
გაკვეთილებს მომზადებას 1 საათს უთმობ? მიუთითე დაახლოებით
|
|
|
|
4
|
გეხმარებიან თუ არა გაკვეთილების მომზადებაში?
|
|
|
|
5
|
ხომ არ შეგიმჩნევია, რომ დაგცინიან?
|
|
|
|
6
|
თანატოლებთან გიჩხუბია?
|
|
|
|
7
|
თავს დაჩაგრულად,დაუცველად ხომ არ გრძნობ?
|
|
|
|
8
|
ეუბნები ვინმეს შენი პრობლემის
შესახებ?
|
|
|
|
9
|
გყავს კლასში ისეთი მეგობარი,რომელმაც შენი ყველა საიდუმლო იცის?
|
|
|
|
10
|
დამრიგებელს აინტერესებს შენი პრობლემა?
|
|
|
|
დანართი 3
კითხვარი მშობლებისა და მოსწავლეებისათვის
1
|
საყვარელი სათამაშო
|
|
2
|
საყვარელი კანფეტი
|
|
3
|
საყვარელი ფერი
|
|
4
|
საყვარელი საგანი
|
|
5
|
საყვარელი ფილმი
|
|
6
|
სპორტის რომელი სახეობა მოსწონს?
|
|
7
|
რამდენი გაკვეთილი აქვთ ხუთშაბათს?
|
|
8
|
რამდენი წუთი გრძელდება დიდი დასვენება?
|
|
9
|
რა გვარია კლასის დამრიგებელი?
|
|
10
|
რამდენჯერ აქვს კვირაში მათემატიკის გაკვეთილი?
|
|
Комментариев нет:
Отправить комментарий